Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ქუთაისის ბაზრის მფლობელმა სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა"

თარიღი : 3-04-2014, 14:48 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ქუთაისის ბაზრის მფლობელმა 1 ჰა მიწის ნაკვეთი და კარ-მიდამო წამართვა“- ამის შესახებ topnews.com.ge-ს ქუთაისში მცხოვრებმა გელა ფხაკაძემ განუცხადა.

ფხაკაძის თქმით, წლების წინ დაზარალებულის ბიძამ რამაზ ფხაკაძემ ქუთაისის ბაზრის მფლობელისაგან 1000 ლარი ისესხა, თანხა ვერ გადაუხადა და ამის გამო წყალტუბოს რაიონის სოფელი მუხიანიდან ოჯახი პოლიციის ძალით სახლიდან გამოუშვა.

„წლების წინ ბიძაჩემმა კახა გიორგაძისგან ისესხა ფული, რომელიც ვერ გადაუხადა. ამის შემდეგ გავიდა ცოტა ხანი და ერთ დღესაც გიორგაძე პოლიციასთან ერთად შემოვარდა და მოგვთხოვა სახლი დაგვეტოვებია. 1990-იან წლებში პოლიციის მოსყიდვა მარტივად შეიძლებოდა და ამიტომ ჩვენ გაჭირვებულმა ოჯახმა სიმართლე ვერ დავამტკიცეთ. ამის შემდეგ სასამართლოში ვუჩივლეთ, საქალაქო პროცესი მოვიგეთ, მაგრამ სააპელაციო წავაგეთ, რადგან გიორგაძემ მოსამართლეებიც მოისყიდა. ახლა კი, როცა ხელისუფლება შეიცვალა მინდა, კვლავ მივმართო პროკურატურას და იქნებ სიმართლე დავამტკიცო. სახლის წართმევის ნერვიულობას მამაჩემი, ბიძაშვილი და ბიძაჩემი შეეწირა, ამ ადამინის კისერზეა სამი ადამიანის სიკვდილი“, - აცხადებს გელა ფხაკაძე.

რა მოხდა რეალურად წყალტუბოს რაიონის სოფელ მუხიანში და ჩამოართვა თუ არა რეალურად პოლიციის და სასამართლოს მოსყიდვით გიორგაძემ ფხაკაძეების ოჯახს საცხოვრებელი სახლი, ამის გადამოწმება "ტოპნიუსმა" კახა გიორგაძესთან სცადა, თუმცა ის "ტოპნიუსს" სამსახურში არცერთხელ დახვდა. როგორც ადგილზე გაირკვა, არც მობილურ ტელეფონს არ ატარებს, ხოლო კახა გიორგაძის მეუღლემ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის ტყუილი.

„ეს არის ტყუილი და მეტი არაფერი. პირიქით, მაგ ოჯახი დასაჭერი იყო, მაგრამ ჩემს მეუღლეს შეეცოდა და არ დაიჭირა, საიდან იგონებენ მსგავს სისულელეებს არ ვიცი“, - აცხადებს გიორგაძის მეუღლე.


ნანახია: 3428-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კვანტალიანებს გამოსახლებით კერძო მევახშე ემუქრება. როგორც დაზარალებულმა კახა კვანტალიანმა ტოპნიუსს განუცხადა, მას კერძო მევახშის
ფხაკაძეების ოჯახი 9 წლის თათია ფხაკაძის ძებნაში ინტერპოლის ჩართვას ითხოვს , წინააღმდეგ შემთხვევაში თავის დაწვით იმუქრება. როგორც
მათი თქმით, წლების წინ მცირე ბიზნესის 65-მა წარმომადგენელმა ბაზარი 200 000 ლარად შეიძინა, რომელიც როგორც ახლა გაარკვიეს, მათ
ოჯახს იმის გამო, რომ თანხა არ ჰქონდა, მიცვალებული ზესტაფონის სადგურში ჰყავდა დასვენებული.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მამუკა საღარეიშვილმა განაცხადა.

ამინდი