Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გაკეთდა ხარაგაულის სოფელში, სადაც მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს?

თარიღი : 2-10-2020, 15:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერია პროექტის-რა გაკეთდა ფარგლებში, მოსახლეობას წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებულ პროექტებს აცნობს.

ადმინისტრაციული ერთეული 6 სოფელს- წყალაფორეთს, ლახუნდარას, ხონს, ჩალხაეთს, ბუდიანეთს და პატარა ვარძიას აერთიანებს.

საკრებულოს ცენტრიდან ხარაგაულამდე მანძილი 17 კილომეტრია. ცენტრი კი, სოფელი წყალაფორეთია, რომლის სახელწოდება მის ტერიტორიაზე წყაროების სიმრავლის გამო შეურქმევიათ.
https://i.postimg.cc/RFJSX86K/wyalaforetii.jpg
სოფელი ხონი სამკურნალო აბანოებით, ხოლო ლახუნდარა ბოტანიკური მნიშვნელობის ძეგლებით-მუხისა და ცაცხვის ასწლოვანი ხეებით გამოირჩევა.

ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლები პატარა ვარძია და ბუდიანეთი საუცხოო ხედებით გამოირჩევიან.

სოფელ წყალაფორეთში ადმინისტრაციულ ცენტრამდე მოეწყო ასფალტის საფარი 2750 მ.

სოფელ პატარა ვარძიაში ცენტრალურ გზაზე მოეწყო გარე განათება.

სოფელ ლახუნდარაში მოეწყო 3 ჭაბურღილი სასმელი წყლისთვის.

ლახუნდარაში კავილაძეების, არჩევაძეებისა და ეკლესიის უბანში

მოეწყო ცენტრალური გზები ბეტონით ჯამში 7500 მ.

ახალი საბავშვო ბაღი აშენდა სოფელ წყალაფორეთში.

სოფელ ხონში მოეწყო 2 700 მცენტრალური გზა ბეტონის საფარით.

სოფელ წყალაფორეთსა და ლახუნდარაში, არჩევაძეებისა და ეკლესიის უბანში 4 ახალი მოსაცდელი მოეწყო.

800 მ გზის საფარი მოეწყო სოფელ წყალაფორეთში, გუდიანეთის უბანში.

მდინარე საკრაულაზე, სოფელ ჩალხაეთში გაკეთდა საფეხმავლო ხიდ-ბოგირი, აგრეთვე მოეწყო სკვერი.
ყიფიანებისა და მაჩიტაძე-ხიჯაკაძის უბნებში მოეწყო გზის საფარი ბეტონით, ჯამში 250 მ.

სოფელ წყალაფორეთში ახალი სახურავით გადაიხურა სოფლის წისქვილი.

ბეტონის საფარი მოეწყო 150 მ საუბნო გზაზე სოფელ პატარა ვარძიაში.

წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ამჟამად 1000-მდე ადამიანი ცხოვრობს.


ნანახია: 241-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი