Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ოქროს სავაჭრო ცენტრები დაიკეტა

თარიღი : 1-10-2020, 16:49 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შემთხვევების ზრდის გამო, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ძვირფასი ნივთების ორი მაღაზია დაიკეტა.

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ვირუსი მაღაზიის 20 თანამშრომელს დაუდასტურდა, რომლებიც კლინიკებში მკურნალობენ, მათი კონტაქტები კი თვითიზოლაციაში არიან.

გუბერნატორის თქმით, ამ დროისთვის ვირუსის გავრცელების ძირითად კერებს სავაჭრო ცენტრები წარმოადგენენ. ზვიად შალამბერიძე მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

“ინფიცირებულთა 70% ქუთაისზე მოდის. მათგან ნაწილი ძველ კლასტერებს უკავშირდება, არის ახალი ერთეული შემთხვევები, რომელთა წყაროების დადგენაც მიმდინარეობს. ასევე ერთეული შემთხვევა გამოვლინდა იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტში,”-ამბობს ზვიად შალამბერიძე.


ნანახია: 609-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი