Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის კლინიკაში კორონავირუსით 69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

თარიღი : 30-09-2020, 12:11 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
"კლინიკა ბომონდი"-ს კოვიდცენტრში კორონავირუსის ინფექციით 69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში კატასტროფის ბრიგადამ 23 სექტემბერს შემოიყვანა. პაციენტს აღენიშნებოდა თანმდევი დაავადებები, იყო ჟანგბადდამოკიდებული. ჰქონდა გულის და თირკმლის დაავადებები.

"პაციენტს დადასტურებულ ინფექციასთან ერთად, აღენიშნებოდა ფილტვის ქრონიკული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა, არითმია. ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა,"- ამბობს "კლინიკა ბომონდის" კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

კოვიდცენტრში ამ დროისათვის 80-მდე პაციენტი გადის მკურნალობას. ბოლო 24 საათში კლინიკიდან 30-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გაეწერა.


ნანახია: 176-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი