Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას სთავაზობს დამსვენებელს და რატომ უნდა ესტუმროთ განახლებულ ბალნეოლოგიურ კურორტ 'სულორს'?

თარიღი : 30-09-2020, 10:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანში ბალნეოლოგიური კურორტი „სულორი“ განახლდა.

სამუშაოების ფარლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კურორტის ინტერიერს, ინფრასტრუქტურას და სპა ცენტრს.

"რასაც კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის კურორტის უნიკალური მდებარეობა და სულ სხვანაირი სუფთა ჰაერი. განახლებული კურორტის ინფრასტრუქტირა მოიცავს:

ახლად გარემონტებულ და კეთილმოწყობილ კოტეჯებს, სპა ცენტრს და სხვა.
https://i.postimg.cc/4ySvP2gB/FB-IMG-1601447649266.jpg
მომსახურების ღირებულებაში შედის სამჯერადი კვება, მენიუ დაბალანსებულია ეკოლოგიურად სუფთა, ადგილობრივი წარმოების პროდუქტებით: სეზონური ხილი, ბოსტნეული, ადგილზე დამცხვარი ჯანსაღი პურის ნაირსახეობა. მენიუ სრულიად მოერგება და დააკმაყოფილებს ყველაზე პრეტენზიული ტურისტისა თუ დამსვენებლის მოთხოვნილებასა და გემოვნებას.

პაკეტში ასევე შედის დღიურად ორი აბაზანა სამკურნალო მასაჟით.

ბუნებრივია, ყველა პროცედურა კეთდება უნიკალური თერმული წყლით; სამკურნალო პროცედურასთან ერთად, 38 გრადუსიანი თერმული წყლის აბაზანები განსაკუთრებით აუზში ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაცაა.

ამჯერად რეაბილიტაციის შედეგად, კურორტს შეუძლია ერთდდროულად უმასპინძლოს 35 პერსონას წელიწადის ოთხივე სეზონზე. ასევე, მიმდინარეობს ლანდშაფტის მოდერნიზება, კურორტის ეზოსა და პარკის კეთილმოწყობა და სხვა განთავსების ობიექტების განახლება, რის შედეგადაც მომავალ რამდენიმე წელიწადში კურორტი სრულიად დაიტვირთება და ათეულობით ტურისტისა თუ სტუმრის დაბინავებას შეძლებს.

აქვე დავძენთ იმასაც, რომ პარალეურ რეჟიმში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები არ შეგიშლით ხელს წყნარ და კომფორტულ დასვენებაში,"-აცხადებენ ვანის ტურიზმის ცენტრში.

რაც შეეხება კურორტის ულამაზეს ლანდშაფტს, ის ჩაფლულია წიწვოვანი მცენარეების ტყე-პარკში. სწორედ ამიტომაა აქ ჰაერი ყოველთვის გრილი, მსუბუქი და ჟანგბადით გაჯერებული ძალიან ცხელ ზაფხულშიც კი.
https://i.postimg.cc/mDd7ZptB/FB-IMG-1601447666118.jpg
ზოგადად კლიმატი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ერთნაირად სასიამოვნოა, კურორტის კიდევ ერთი უპირატესობაა.

"სწორედ ამიტომ, ის კომფორტულია ნებისმიერი ასაკის დამსხვენებლებისთვის, რადგან გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს ერთ ადგილზე. აი, კურორტის სამკურნალო თვისებები კი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. კურორტ სულორის წყალი ზამთარ-ზაფხულ 38 გრადუსს აღწევს, ის გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი, ძვლოვანი სისტემის, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური, გულსისხლძარღვთა დაავადებების, სოკოვანი, კანის დაავადებების და მრვალი სხვა პრობლების სამკურნალოდ. კურორტს აქვს საკუთარი პოლიკლინიკა თავისი აღჭურვილობითა და ბალნეოთერაპიული მკურნალობისთვის განკუთვნილი 32 ინდივიდუალური აბაზანით.

მნიშვნელოვანია ითქვას ისიც , რომ „სულორი“-ს განახლების პროცესი ეხლა დაიწყო და ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა კონცეფცია ითვალისწინებს ადგილზე მნიშვნელოვანი ტურისტული ზონის განვითარებას და არის დიდი მზაობა ის იქცეს სრულიად თანამედროვე კურორტად, რომელიც გახდება ტურისტებისთვის იმერეთში ერთ-ერთი საინტერესო დასასვენებელი ადგილი,"-აცხადებენ ვანის ტურიზმის ცენტრში.


ნანახია: 574-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კურორტი სულორის წყალი ზამთარ-ზაფხულ 38 გრადუსს აღწევს, ის ასევე გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, პერიფერიული ნერვული
პეტიციის ავტორების განცხადებით, პეტიციის მოგების შემთხვევაში სამტრედიას, რომლის ერთ–ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს
სამკურნალო-ბალნეოლოგიურ კურორტზე ინფრასტრუქტურა წლების განმავლობაში არ განვითარებულა, რაც მის უმოქმედობას იწვევს. ამ დროისთვის
იმის გამო, რომ კურორტის ტერიტორიაზე არსებულ ჭაბურღილზე ლიცენზია აღნიშნულ ფირმას აქვს, კურორტი წყლის გარეშე რჩება და შესაბამისად,

ამინდი