Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის კლინიკებში ინფიცირებული ახალი პაციენტები შეიყვანეს

თარიღი : 29-09-2020, 11:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ინფექციურ კლინიკას 8 ახალი პაციენტი დაემატა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტების ნაწილი იმერეთიდან, ნაწილი კი აჭარიდან არის. რვავე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მისივე ინფორმაციით, მედიკოსებმა კიდევ ოთხი პაციენტი გამოაჯანმრთელეს და მათ კლინიკა უკვე დატოვეს.ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობას 55 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის, ხოლო 103-მა ვირუსი დაამარცხა.

“კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრი მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების ნაწილმა დატოვა. კლინიკიდან დაახლოებით 15-მდე პაციენტი ბინაზე გაეწერა.

კოვიდცენტრში მიმდინარეობს კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების მიღებაც. სამედიცინო დაწესებულებაში გვიან ღამით შემოიყვანეს მელოგინე, რომელსაც კოვიდ 19 დაუდასტურდა.

ამ დროისთვის მედიკოსები გამოჯანმრთელებაზე სტაციონარში მოთავსებული ერთ-ერთი ორსულის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.

“ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ჯამში 77 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.


ნანახია: 736-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი