Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს, ვანის, ხონისა და სამტრედიის მაჟორიტარობისათვის გოგი წულაია იბრძოლებს

თარიღი : 27-09-2020, 12:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობის და ქუთაისის მერობის კანდიდატები წარადგინა.

პარტიის სახელით ვანის, ხონის, სამტრედიისა და წყალტუბოს ოლქში მაჟორიტარობისათვის გოგი წულაია იბრძოლებს, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ექიმი ელგუჯა ხიშტოვანია, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში კი კანდიდატად მურმან ნებიერიძე დასახელდა.

პარტიამ ასევე წარადგინა ქუთაისის მერობის კანდიდატი გაგა გოგრიჭიანი.

კახა კუკავამ პარლამენტის ყოფილ შენობასთან შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო. მისი თქმით, ქუთაისთან დაკავშირებით “თავისუფალ საქართველოს” მკაფიო პოზიცია აქვს, რაც პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებას და ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად ჩამოყალიბებას გულისხმობს.


ნანახია: 191-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კახა კუკავა დღესვე ავტომშენებლის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.
ქუთაისში მაჟორიტარობისათვის სამი კანდიდატი იბრძოლებს.

ამინდი