Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“თავი დაანებეთ გელათის ტაძარში კანდიდატების სანთლებით სირბილს და გადახურვის პრობლემა მოაგვარეთ”

თარიღი : 25-09-2020, 12:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"გელათის სამონასტრო კომპლექსი კვლავ საფრთხის წინაშეა,"-განცხადებას ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია ავრცელებს.

როგორც მან გელათში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ტაძრის სახურავის დაზიანებული ნაწილის თუნუქით გადახურვა მიმდინარეობს, რითაც კულტურული მემკვიდროების დაცვის სააგენტო ხარვეზების დროებით დამალვას ცდილობს.

“ახლა არ არის არჩევნებზე ფიქრის დროს, ასეთი მნიშვნელობის ძეგლი ზიანდება. თავი დაანებეთ ტაძარში კანდიდატების სანთლებით სირბილს და პრობლემა მოაგვარეთ. დაზიანებილი სახურავის ნაწილზე თუნუქის დაფარებით პრობლემა ვერ მოგვარდება, ზამთარში ფრესკები სრულად დაზიანდება. დაიწყეთ რეალური სამუშაოები და მთელი გადახურვა შეცვალეთ. ამაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ექსპერტებიც მოგიწოდებენ,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.

გელათის სამონასტრო კომპლექსში მთავარი ტაძრის გადახურვის სამუშაოები დაახლოებით ორი წლი წინ დაიწყო. გადახურვის ხარვეზები რამდენიმე თვის წინ გამოვლინდა.


ნანახია: 256-ჯერ

მსგავსი სიახლეები
1994 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი გელათის მონასტერი 2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ
სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპს მოიცავს და მასზე მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება.
გელათის სამონასტრო კომპლექსში გადაუდებელი წვიმების შედეგად წყალი ჩამოვიდა.

ამინდი