Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თარიღი : 25-09-2020, 11:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში კორონავირუსის 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 24 საათის განმავლობაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიამ 1700-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა, საიდანაც ვირუსი 27 პირს დაუდასტურდა.

ინფიცირებულებიდან ნაწილი კვლავ ოქროს ბირჟის კლასტერს უკავშირდება. არიან ახალი ინფიცირებულები, რომელთა კონტაქტების კვლევაზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. იმერეთის რეგიონის კოვიდცენტრებში ჯამში 301 ადამიანია მოთავსებული, საიდანაც 190-მდე იმერეთის რეგიონის მკვიდრია.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, 70 ადამიანია მოთავსებული სასტუმროში, ხოლო დღეიდან კოვიდინფიცირებულებს საცხოვრებელ სახლებშიც უმკურნალებენ.


ნანახია: 403-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი