Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მოწყობის პირველი ეტაპი დასრულდა

თარიღი : 24-09-2020, 10:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელ ახალ გზაზე სამუშაოები გრძელდება.

ახალი გზის სიგრძე 51 კმ იქნება და მისი საშუალებით თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 6 სთ-ის ნაცვლად 4,5 სთ-ი იქნება.

“პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი, ინტენსიური სამუშაოები 5 ლოტზე ერთდროულად მიმდინარეობს. ამ დროისათვის მიწის სამუშაოები და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა ხორციელდება.

ზემო იმერეთი-რაჭის გზის I ლოტის 3.5 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები დასრულებულია, დარჩენილ მე-7 ლოტზე სამუშაოების დაწყება და დასრულება დაგეგმილა 2021 წლისთვის.

გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებულ ტყიან ზონაში მდ. ხეორიას ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500მ სიმაღლეზე მდებარეობს. არსებული გზა გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება. ამ ეტაპზე გარკვეულ მონაკვეთებზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება,”-აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის სოფლებზე: სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი და საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური-ონის გზას, რომელიც ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ონიდან 5 კმ-ით.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, საერთო სავარაუდო ღირებულება 105 000 000 ლარს შეადგენს. გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის დასრულება ეტაპობრივად 2021 წლისთვის არის დაგეგმილი.


ნანახია: 293-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტი ევროპის საინვეტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 113 მილიონი ლარია.

ამინდი