Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ოთარ კახიძე: პარლამენტი უნდა დაბრუნდეს ქუთაისში და ეს ქალაქი კვლავ უნდა გახდეს ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი

თარიღი : 23-09-2020, 13:51 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ქუთაისში, ოთარ კახიძემ, ქუთაისის მერობის კანდიდატ ამირან ძოწენიძესთან ერთად, ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ ბრიფინგი გამართა და ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდა, არ ააშენონ საფეხბურთო მოედნები პარლამენტის შენობის გვერდით.

ოთარ კახიძის თქმით, პარლამენტი უნდა დაბრუნდეს ქუთაისში და ეს ქალაქი კვლავ უნდა გახდეს ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი.

როგორც კახიძე აღნიშნავს, ხელისუფლება ამგვარი ნაბიჯებით ხელს უშლის ამ პერსპექტივას.

ოთარ კახიძე ხელისუფლებასა და ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდებს, სხვა ადგილას ააშენონ საფეხბურთო მოედნები და ნუ დააკნინებენ ქუთაისის, როგორც „ადმინისტრაციული ცენტრის“ მნიშვნელობას.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აპირებს პარლამენტის მიმდებარედ საფეხბურთო მოედნების მშენებლობას, „ევროპულ საქართველოს“ მიგვაჩნია, რომ პარლამენტი უნდა დაბრუნდეს ქუთაისში და ხელისუფლებამ არ უნდა შეუშალოს ხელი, მსგვასი პროქტებით, ამ პერსპექტივას.

საფეხბურთო მოედენების მშენებლობა, თავისთავად, კარგი ინიციატივაა და ქუთაისში შეიძლება არაერთი სხვა ადგილის გამონახვა ამ საქმისათვის. მაგრამ, ებრძოლო იდეას და ამ იდეასთან ბრძოლისათვის გამოიყენო ასეთი მეთოდები, გაფლანგო საბიუჯეტო სახსრები, ჩვენთვის მიუღებელი ქმედებაა.

მოვუწოდებ ფეხბურთის ფედერაციას, მიხედოს თავის საქმეს და ქუთაისში ფეხბურთის გასავითარებლად აირჩიოს სხვა ადგილი და ნუ დააკნინებენ პარლამენტის და ქუთაისის, როგორც ადმინისტრაციული ცენტრის მნიშვნელობას.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქუთაისში დაბრუნდეს პარლამენტი და ქალაქს დაუბრუნდეს ისტორიული ფუნქცია, ქვეყნის პოლიტიკური ცენტრის“, -განაცხადა ოთარ კახიძემ.


ნანახია: 250-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მეფარიშვილის განცხადებით, ქალაქს განვითარებისთვის სხვა ფუნქცია უნდა მოეძებნოს და არა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი.
გიორგი მღებრიშვილისა და ოთარ კახიძის დაპირისპირება.
ექს-პრეზიდენტის თქმით, დასავლეთ საქართველოს რეგიონის განვითარებისთვის და დეცენტრალიზაციის მიზნით, აუცილებელია პარლამენტი

ამინდი