Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, სისხლიანი გარჩევის შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ორი ოპერაცია ჩაუტარდა

თარიღი : 21-09-2020, 23:59 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ქუთაისში, რესტორან “პალადიუმი”-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი ოცი წლის ბიჭი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება. ახალგაზრდა მამაკაცს ადგილზე ორი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

"გუშინ გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი შემოიყვანეს ტრავმული შოკით, შინაგანი სისხლდენით, მრავლობითი ჭრილობით გულმკერდის არეში. ჩაუტარდა ორი ოპერაცია, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში,"-განაცხადა ირაკლი გოგინავამ.

არსეებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.


ნანახია: 334-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩაზე, საქართველოს ბანკში დაჭრილ ახალგაზრდას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
გოგონა თავის არეშია დაჭრილი და ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი, სადაც მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის.
75 წლის ასაკის მამაკაცი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, ქუთაისში დამწვრობის ცენტრში მოათავსეს.

ამინდი