Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის სოფელ ზედა საქარას ახალი სკოლა აქვს

თარიღი : 21-09-2020, 23:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ზედა საქარაში ახალი საჯარო სკოლა აშენდა.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკოლის კორპუსი სამსართულიანია და 300 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლას აქვს კომბინირებული სპორტული დარბაზი და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. შენობაში დამონტაჟებულია ლიფტი და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სკოლის ეზოში მოეწყო სპორტული მოედანიც.

ზედა საქარის სკოლის ახალი კორპუსი ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ საქართველოს პარლამენტის წევრთან, ენძელა მაჭავარიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

“საგანმანათლებლო სფეროში მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის. ზედა საქარის ახალი საჯარო სკოლის კორპუსი, ყველა მოთხოვნას და სტანსარტს აკმაყოფილებს. ეს არის უდიდესი ინვესტიცია, რომელიც განათლებასა და მომავალი თაობების აღზრდაშია ჩადებული", - აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ.


ნანახია: 161-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულ სოფელში 22 წელია სკოლის შენობა არ არსებობს. მოსწავლეებს გაკვეთილები საკრებულოს ყოფილ შენობაში სახელდახელოდ მოწყობილ
საქართველოს განათლების მინისტრმა ქუთაისის 30–ე საჯარო სკოლაში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

ამინდი