Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ‘კლინიკა ბომონდში’ კორონავირუსისგან 4 ბავშვის გამოჯანმრთელებას ელოდებიან

თარიღი : 19-09-2020, 11:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, “კლინიკა ბომონდში” 4 ბავშვის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. ბავშვებისათვის ერთხელ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. განმეორებითი კვლევა დღეს ჩატარდება და თუ პასუხი ამჯერადაც უარყოფითი იქნება, გამოჯანმრთელებულები კლინიკას დატოვებენ.

“კლინიკა ბომონდი”-ს სტაციონარში არის მოთავსებული სავაჭრო ცენტრ “გრანდ მოლი”-ს ოქროს ბირჟის თანამშრომელი 5 ქალბატონი. მათ ტემპერატურა აღენიშნებათ და უტარდებათ ყველა საჭირო მკურნალობა.

“ჯამში “კლინიკა ბომონდი”-ს სტაციონარში 67 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. მათ შორის არის 15 ბავშვი, 6 ორსული და ერთი მელოგინე. რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში შემოვიდა კლინიკაში და საკეისრო კვეთა წარმატებით ჩაუტარდა. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მძიმეა აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი 78 წლის ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება,”-ამბობს “კლინიკა ბომონდი”-ს კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.


ნანახია: 515-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი