Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს სოფელ პატრიკეთის სკოლაში სწავლა შეწყდა-ინფიცირებულია პედაგოგი

თარიღი : 18-09-2020, 14:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს სოფელ პატრიკეთის სკოლაში ერთ-ერთ პედაგოგს კოვიდ 19 დაუდასტურდა. წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელის მამუკა ჩხეტიანის ინფორმაციით, პედაგოგმა გუშინ ვირუსზე ტესტი ჩაიტარა, რამაც დადებითი პასუხი აჩვენა.

რესურსცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია და 100-მდე მოსწავლე და 24 პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

"გუშინ თავი შეუძლოდ იგრძნო პედაგოგმა. გაიკეთა პირველადი ტესტი, გადაიყვანეს ცხელების ცენტრში და დაუდასტურდა ვირუსი. ახლა ლუგარის ლაბორატორიის შედეგებს ველოდებით. ამის გამო სკოლაში სწავლა შევწყვიტეთ. გავაფრთხილეთ ყველა მშობელი და პედაგოგი. ყველანი ამ დროისათვის არიან თვითიზოლაციაში და ეპიდემიოლოგების დანარჩენ მითითებებს ველოდებით. როდესაც გვეტყვიან, ყველა ჩაიტარებს ტესტირებას,"-განაცხადა მამუკა ჩხეტიანმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიამ გასულ 24 საათში 1132 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლია, საიდანაც კორონავირუსი 11 შემთხვევაში გამოვლინდა.

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის თქმით, თითქმის ყველა ინფიცირებული 32-ე საჯარო სკოლასთან არის დაკავშირებული. აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება ჭიათურაში მოზარდის ინფიცირება.

ზვიად შალამბერიძის თქმით, შესწავლილია ინფიცირებული მოზარდის ყველა კონტაქტი, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან.


ნანახია: 450-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოს 5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. სამტრედიაში სასწავლო პროცესი კი, ქვედა გომში შეწყდა.

ამინდი