Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ითვალისწინებს ‘ნაციონალური მოძრაობის’ ინიციატივა ქუთაისის განსაკუთრებულ სტატუსზე?

თარიღი : 17-09-2020, 19:34 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამოქალაქო მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივას ეხმიანება.

ფრაქციის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც ქუთაისისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. კანონპროექტი მოიცავს ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის აღდგენას, სახელმწიფო დაწესებულებების ქუთაისში გადმოტანასა და ქალაქისთვის მეტი ეკონომიკური თავისუფლების მინიჭებას.

“მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ სხვა ოპოზიციურ ფრაქციებსაც ღიად და ხმამაღლა განაცხადონ ინიციატივის მხარდაჭერის შესახებ.

ჩვენი მოძრაობა მიიჩნევს, რომ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ეს ინიციატივა არა მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებაა, არამედ ქმედითი ნაბიჯი პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ სხვა პოლიტიკური პარტიებიც ასევე გადადგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის აღდგენისთვის.

აქვე, ვაცხადებთ, რომ ჩვენი მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” საპარლამენტო არჩევნებზე მხარს დაუჭერს მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც პარლამენტის ქუთაისში დაბრუნების პირობას დადებენ,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 201-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო სექტორი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის წინააღმდეგ გამოდის. მათი თქმით, ხელისუფლებამ ხალხს უნდა მოუსმინოს,
სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ქალაქიდან საკანონმდებლო ორგანოს გადატანას აპროტესტებენ.
ფრაქციის დაშლის საბოლოო გადაწყვეტილება დეპუტატებმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. მიზეზი ფრაქციიდან ორი წევრის - ბესიკ

ამინდი