Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში კორონავირუსის 2562 დადასტურებული შემთხვევაა

თარიღი : 15-09-2020, 15:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 170 ადამიანიდან 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 მოგზაურობის ისტორიით, 4 საკარანტინე სივრცეში დადასტურებული შემთხვევაა, ხოლო დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება.

„დაგვემატა 170 ახალი შემთხვევა და 2562 დადასტურებული შემთხვევაა. 170 დადასტურებულ შემთხვევაზე ორნაირი ახსნა მინდა მოგაწოდოთ. 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 გახლავთ მოგზაურობის ისტორიით, 4 გახლავთ საკარანტინე სივრცეში დადასტურებული, დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება. ეს 170 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება -124 გახლავთ აჭარა, ანუ ბათუმი, 20 -თბილისი, 13- იმერეთი, ანუ ქუთაისი, 6 სამეგრელო ზემო სვანეთი-ზუგდიდი, 3 გახლავთ გურია-ოზურგეთი, 3 გახლავთ მცხეთა-მთიანეთი და ერთი არის რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, ცაგერი. გამოჯანმრთელებულები გახლავთ 1381, მარტო 11 გამოჯანმრთელებული გვყავს და ამ ეტაპზე 1154 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში“, - განაცხადა ეზუგბაიამ.


ნანახია: 128-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი