Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„წინასაარჩევნო ქორწილების და დაბადების დღეების მოწყობას ვაპირებთ – რას სთავაზობს 'გირჩი' მოქალაქეებს

თარიღი : 14-09-2020, 15:46 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
„წინასაარჩევნო ქორწილების და დაბადების დღეების მოწყობას ვაპირებთ,“-ამის შესახებ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის ერთიანმა კანდიდატმა, „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„მთავრობის მიერ კორონასთან დაკავშირებით მიღებული შეზღუდვებით უამრავ ადამიანს დაენგრა ცხოვრების გეგმები. ადამიანები არსებობენ, რომელთაც დაგეგმილი ჰქონდათ ქორწილი, ეს ნიშნავს რომ ფული აქვს გადახდილი, ნაქირავები აქვს რესტორანი, კაბა აქვს ნაყიდი, ანუ ხარჯი აქვს გაწეული და უცებ მთავრობა ეუბნება - ფეხებზე მკიდია შენი ცხოვრების გეგმები, ვერ გააკეთებ მაგას. ასეთი უამრავი ადამიანია.

ჩვენ ამ ადამიანებს შევთავაზეთ, რომ ნებისმიერი ასეთი ხალხმრავალი ღონისძიება, რომელიც მათ აუკრძალეს, ჩვენ შეგვიძლია გადავაქციოთ, „გირჩის“ წინასაარჩევნო სააგიტაციო შეხვედრად. მათ ინტერესშია ჰქონდეთ ეს ცერემონია, ქორწილი იქნება, დაბადების დღე თუ ნებისმიერი ღონისძიება, ხოლო ჩვენ ინტერესებშია რომ ბევრი ხალხი იყოს, მივიდეთ და ველაპარაკოთ.

ნებისმიერ პარტიას ძალიან უჭირს ერთად შეკრიბოს 50 ან 100 კაცი და რაღაცაზე ელაპარაკოს, ჩემ ინტერესშია რომ ეს ხალხი შეიკრიბოს. ჩვეულებრივი „გირჩის“ ღონისძიება იქნება - თავისი დროშებით, ატრიბუტებით, საარჩევნო გაზეთებით და ა.შ. თუ პატარძალს სურვილი ექნება, შეუძლია სიტყვითაც გამოვიდეს. პატრული ვერაფერს იზამს, ვერ დააჯარიმებს, უფლება არ აქვთ, ჩემ პარტიულ ღონისძიებაზე ვიღაც ხელს მოაწერს თუ ტორტს შეუბერავს და სანთელს ჩააქრობს, რა პატრულის საქმეა,“-აღნიშნა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე 10 სექტემბრიდან ქვეყანაში იუბილეეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა აიკრძალა. თავად ქორწინების, როგორც აქტის გაფორმება, აკრძალული არაა და შეზღუდვა მხოლოდ ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებულ ნაწილს შეეხება. კერძოდ, ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს. მაქსიმუმ 10 ადამიანით განისაზღვრა დაბადების დღის, ქელეხის და სხვა სოციალური ღონისძიების მონაწილეთა რაოდენობაც.


ნანახია: 186-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„გირჩის" ოფისში გაიმართა ეკონომიკური პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც გადასახედების შემცირებასა და სოციალური დახმარების სისტემის
"ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის" რეგიონალური ოფისი გაიხსნა ქუთაისში.
შეხვედრაზე 'ახალი პოლიტიკური ცენტრის' წარმომადგენლებმა ქვეყნის განვითარების თავიანთი ხედვებზე ისაუბრეს.

ამინდი