პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
თარიღი : 2-04-2014, 13:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

პარლამენტის სხდომათა დარბაზის წინ, უმცირესობისა და უმრავლესობის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. აკაკი ბობოხიძემ, ომარ ნიშნიანიძემ და გია გაჩეჩილაძემ სხდომათა დარბაზში დაწყებული კამათი დარბაზის გარეთ გააგრძელეს.
პარლამენტში ხმაური დეპუტატ გია გაჩეჩილაძის განცხადებას მოჰყვა.
დეპუტატმა პრეტენზიები სხდომის დროს მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ გამოთქვა, რასაც უმცირესობის მხრიდან რეპლიკები მოჰყვა.
გია გაჩეჩილაძის განცხადებით, დეპუტატ ნუგზრ წიკლაურზე განხორციელებული თავდასმით უმცირესობის წარმომადგენლები აპელირებენ.
"გასულ წლებში ჩემს ოჯახზეც ხორციელდებოდა ზეწოლა, ეს ყველაფერი მაშინ არავის გახსნენებია", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
პარლამენტის სხდომაზე დაწყებული კამათი სხდომის დარბაზთან გაგრძელდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა ახალი ამბების სააგენტოს for.ge-ს ჟურნალისტს თეონა მანაგაძეს მიაყენა.