საჩხერეში მეორე მსოფლიო ომის ცოცხალი მემატიანე გარდაიცვალა
თარიღი : 11-09-2020, 22:42 | კატეგორია: ახალი ამბები

მეორე მსოფლიო ომის ცოცხალ ისტორიას საჩხერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბოლო ვეტერანი 102 წლის ნოე ხარაიშვილი გამოაკლდა.
ნოე ხარაიშვილი მეორე მსოფლიო ომში ოფიცრის ჩინით იბრძოდა, ხოლო ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობა 2018 წელს აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლაში დაასრულა, სადაც სამხედრო საქმეს ასწავლიდა.
სხვადასხვა დროს დაჯილდოვდა სამამულო ომის I – II ხარისხის ორდენებით, საქართველოს მთავრობის მიერ ღირსების ორდენით, ხოლო გასულ წელს საჩხერის მერიამ საჩხერის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა.