Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ალბათ რა რთულია, როცა პირობითად ხვალ ქორწილისთვის ემზადები და ყველაფერი თავდაყირა დგება”

თარიღი : 11-09-2020, 08:40 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
10 სექტემბრიდან ქორწილების აკრძალვამ ქორწილების ღონისძიების ორგანიზატორები დააზარალა.

დიზაინერი ნათია გურეშიძე ამბობს, რომ მხოლოდ სექტემბრის თვეში 13 საქორწილო და ხელის მოწერის ღონისძიება გაუუქმდა.

“მხოლოდ ამ თვეში 13-ჯერ უნდა გაგველამაზებინა 13 წყვილის ყველაზე მნიშველოვანი დღის, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ხელის მოწერის ცერემონია.

9 წყვილის საქორწილო სივრცისთვის, ჩვენს გუნდს გემოვნებიანი და ორიგინალური დიზაინი ჰქონდა მოფიქრებული.

ჩვენც ყველა წყვილთან ერთად ვღელავთ, როცა უნდათ, რომ მათ ცხოვრებაში განუმეორებელი დღე, ყველაზე ლამაზი დიზაინით მოხვდეს ფოტო თუ ვიდეო-ობიექტივში და ეს ვეღარ ხერხდება.

დღესაც მათთან ერთად ვნერვიულობთ და განვიცდით, როცა ეს დღე უნდა გადადონ ან გააუქმონ. ვღელავთ რადგან, აქამდეც არაერთი ბედნიერი წყვილისთვის ჩაგვიხედავს თვალებში და ვიცით რა დიდია მოლოდინი დღის, რომელიც დაუვიწყარი უნდა იყოს.

ალბათ რა რთულია, როცა პირობითად ხვალ ქორწილისთვის ემზადები და ყველაფერი თავდაყირა დგება, რთულია ცრემლის შეკავებაც, მაგრამ ცხოვრება გრძელდება.

ამ ვირუსს ყველა ერთად მოვერევით და ცხოვრებასაც უფრო მშვიდად გავაგრძელებთ. ყველაფერი წინ არის მეგობრებო, თქვენც ბედნიერები იქნებით და ჩვენი გუნდიც მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ თქვენი ბედნიერი დღე გავხადოთ დაუვიწყარი,”-ამბობს ნათია გურეშიძე.

ცნობისთვის, ქორწილებისა და ქელეხების აკრძალვის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევებმა იმატა.


ნანახია: 171-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალბატონი ვანის მკვიდრია. მეუღლლე, სასულიერო პირია და ვანის საკათედრო ტაძარში მსახურობს. 42 წლის ასაკში ათი შვილის დედაა.

ამინდი