Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსი ერთი ოჯახის სამ წევრს დაუდასტურდა

თარიღი : 9-09-2020, 11:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი ახალი პაციენტი მოათავსეს, ხოლო ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, ახალი ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ კლინიკას ტემპერატურით და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მიმართეს.

"სამი პაციენტი დაგვემატა ერთი ოჯახის წევრები. ბებია ქუთაისში ცხოვრობს, შვილი და შვილიშვილი-თბილისში. მათ კლინიკას თვითდინებით მიმართეს, რადგან ქონდათ ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. პაციენტებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ",-განაცხადა ნოდარ მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, ამ დროისთვის 14 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.


ნანახია: 76-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი