Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გომი-საჩხერე-ჭიათურის შიდასახელმწიფოებრივი და თბილისი-სენაკი-ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები ერთმანეთს ახალი გზით დაუკავშირდება

თარიღი : 8-09-2020, 23:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის შიდასახელმწიფოებრივი და თბილისი-სენაკი-ლესელიძე (E60) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები ერთმანეთს ახალი, კეთილმოწყობილი გზით დაუკავშირდება.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. გზის საერთო სიგრძე 15.58 კმ-ს შეადგენს და დაგეგმილია 2 არსებული ხიდის რეაბილიტაცია და 1 ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა.

“ყოველივე ეს გააუმჯობესებს ხარაგაულისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებს შორის სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობას და სასიკეთოდ შეცვლის ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს,”-აცხადებს ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი.


ნანახია: 104-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით ხორციელდებოდა.