ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს 6 ინფიცირებული დაემატა
თარიღი : 7-09-2020, 13:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი პაციენტი დაემატა, ერთი კი გამოჯანმრთელდა. კლინიკის ინფორმაციით, ოთხი პაციენტი აჭარის კლასტერიდანაა, ორი კი -გარდაბნის.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 15 პაციენტი მკურნალობს.