აკაკი ბობოხიძე: ჩემი ძმა ამ ხელისუფლების პატიმარია
თარიღი : 1-04-2014, 19:08 | კატეგორია: სამართალი

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, პროკურატურისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომლობით მისი ძმის, ლევან ბობოხიძისათვის წინასწარი პატიმრობის ვადის ხელოვნურად გახანგრლივება ხდება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლევან ბობოხიძეს სახელმწიფო ქონების გაფლანგვის, სამსახურებრივი სიყალბისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტზე აღმკვეთი ღონისძიების სახით 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს თანხის უზრუნველყოფას კი აკაკი ბობოხიძე საკუთარი ბინით ცდილობს.
დეპუტატის თქმით, მან სასამართლოს წარუდგინა დოკუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს გირაო ეცნო და ამის შემდეგ ბინის იპოთეკით დატვირთვა მომხდარიყო. თუმცა როგორც დეპუტატი აღნიშნავს, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღება გააჭიანურა.
"ჩემი ძმა ამ ხელისუფლების პატიამარია," - აცხადებს ბობოხიძე.