Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში, სოფელ ბანოჯას მოსახლეობა ცენტრალური გზის რეაბილიტაციას ითხოვს

თარიღი : 5-09-2020, 14:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოში, სოფელ ბანოჯას მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია გამართა და გზა გადაკეტა. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, წლებია გზის მოწესრიგებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, რასაც მცირე ხმაური მოყვა.

აქციას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. მისი თქმით, ხელისუფლება გაფრთხილებული იყო გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით და მას პრობლემის მოსაგვარებლად დრო ჰქონდა მიცემული.

მოსახლეობის თქმით, თუ ხელისუფლება გზის რეაბილიტაციას დროულად არ დაიწყებს, ცენტრალური გზა გადაიკეტება.


ნანახია: 106-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივები განმარტავენ, რომ წლებია უშედეგოდ ითხოვენ გზისა და ბუნებრივი აირის პრობლემის მოგვარებას. დასახლებას, რომელიც ქუთაისს
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საგანძილეში მოსახლეობამ გზა რკინიგზის მშენებლობისათვის საჭირო ნორმების დაცვის მოთხოვნით გადაკეტა.

ამინდი