Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის მერი სტუდენტებს მოუწოდებს, მათ სამომავლო გეგმებში მნიშვნელოვანი ადგილი მშობლიურმა ხონმა დაიჭიროს

თარიღი : 4-09-2020, 13:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტი მერი იმ აბიტურიენტებს შეხვდა, რომლებმაც სტუდენტის სტატუსი და სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს.

ლადო ჯურხაძემ ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ესაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი, განათლება და განვითარება ქვეყნის მომავლისათვის.

ასევე, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმას, რომ კვალიფიციური კადრი მუნიციპალიტეტისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია და მერმა თითოეულ მათგანს მოუწოდა, სამომავლო გეგმებში მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ მშობლიურმა ხონმა დაიჭიროს.

,,ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის მეოთხედი განათლების მიმართულებით იხარჯება, ეს ციფრი ცხადყოფს, რაოდენ პრიორიტეტული გახდა ხელისუფლებისათვის განათლება. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ჯანსაღი გარემო ყველა მიმართულებით, რადგან განათლება განსაზღვრავს განვითარებასა და წინსვლას. დიდი რესურსი იდება ახალგაზრდა თაობაში და თქვენ ეს შანსი ძალიან კარგად უნდა გამოიყენოთ. სახელმწიფო პროგრამები გულისხმობს, როგორც ფინანსურ დახმარებას, ისე გაცვლით პროგრამებს, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას და უნდა იაქტიუროთ. ჩემთვისაც განათლება არის პრიორიტეტი და ხონის განვითარებას სწორედ ამ მიმართულებით ვხედავ. საგანმანათლებლო სტატუსი, რომელიც ჩვენს ქალაქს ჰქონდა, აუცილებლად განახლდება და იმედს ვიტოვებ, თქვენი თაობა ამ დიდი საქმის თანამონაწილე იქნება,”-განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

შეხვედრის დასასრულს მუნიციპალიტეტის მერმა თითოეულ სტუდენტს საჩუქრად ხონელი ქალი პოეტის, თამარ ჯაფარიძის წიგნი გადასცა და სამახსოვრო ფოტო გადაიღო.


ნანახია: 325-ჯერ

მსგავსი სიახლეები