Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის მერი: საზოგადოების ინტერესი მაძლევს სტიმულს, რომ ხონს საგანმანათლებლო ქალაქის სტატუსი დავუბრუნო

თარიღი : 2-09-2020, 16:23 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ხონის ზრდასრულთა განათლების ცენტრში საგანმანათლებლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და კვირის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების ტრენერებს, პედაგოგებსა და მსმენელებს შეხვდა.

“ზრდასრულთა განათლება და სწავლების ეს მოდელი ძალიან მოსახერხებელი, საჭირო და აუცილებელია ჩვენი საზოგადოებისათვის. მე პირველივე დღიდან მხარი დავუჭირე ამ იდეას და მახარებს ის ფაქტი, რომ დღეს ეს ცენტრი ხონში ფუნქციონირებს. ვხედავ საზოგადოების ინტერესს, რაც მაძლევს სტიმულს, რომ ხონს საგანმანათლებლო ქალაქის სტატუსი დავუბრუნო. მაქვს ძალიან კარგი პროექტები. ხონში აუცილებლად გვექნება პროფესიული სასწავლებელი და ბევრი სივრცე იმისთვის, რომ მსურველმა ხარისხიანი განათლება ჩვენს ქალაქში მიიღოს,”- განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

ხონის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა საგანმანათლებლო პროცესი 2020 წლის 1 -ელ აგვისტოს, ხონის დევნილთა დასახლების კულტურის ცენტრის ახლადრეაბილიტირებულ შენობაში, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის
(dvv international) საქართველოს ფილიალის თბილისის პროექტთა ბიუროს მხარდაჭერით დაიწყო. ცენტრი ნებისმიერი ასაკის და განათლების მქონე პირებს სთავაზობს ინდივიდუალური და პროფესიული გადამზადების კურსებს, იურიდიულ და ფსიქოლოგიურ მომსახურებას.
18-დან ზემოთ ასაკის მქონე მოქალაქეებს ერთ სივრცეში შეუძლიათ მიიღონ საგანმანათლებლო სერვისები, შეიძინონ პროფესია, დასქმდნენ, გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი და ბევრად საინტერესო გახადონ საკუთარი ცხოვრება.


ნანახია: 120-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც მერმა განმარტა, ხმა საქართველოს და ხონის უკეთეს მომავალს მისცა.

ამინდი