Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქვეყნები, სადაც ქართული თხილი გადის

თარიღი : 1-09-2020, 12:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობუის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან 1,334 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც თითქმის ორჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2019 წლის ამავე პერიოდში, ექსპორტირებული იყო 693 ტონა თხილი.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე განხორციელდა. კერძოდ:

გერმანია - 350 ტონა
იტალია - 289 ტონა
ჩეხეთი - 110 ტონა
ესპანეთი - 93 ტონა
პოლონეთი - 66 ტონა
ლიეტუვა - 44 ტონა
ავსტრია - 22 ტონა
ესტონეთი - 22 ტონა
ლატვია - 21 ტონა
საფრანგეთი - 20 ტონა
საბერძნეთი - 10 ტონა

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (44 ტონა), უკრაინა (39 ტონა), მექსიკა (25 ტონა), ბრაზილია (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), ბელორუსი (21 ტონა) და სომხეთი (110 ტონა).

წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.

სახელმწიფო სტრატეგიით, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო; 2020 წელს მაღალი ხარისხის თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა.

კორონავირუსის პანდემიით შექმნილი ვითარების მიუხედავად, ექსპორტიორებთან და თხილის მწარმოებელთა ასოციაციებთან აქტიური მუშაობის შედეგად, საექსპორტო ბაზრებზე ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ორგანიზებულად მიმდინარეობს.


ნანახია: 94-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქართული კარტოფილის ძირითადი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანია, რომელზეც მთელი ექსპორტის 58% მოდის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 15 იანვრის მონაცემებით მანდარინის ექსპორტმა 28,855 ტონა

ამინდი