Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ლელო' 'პატრიოტთა ალიანსის' აკრძალვას ითხოვს

თარიღი : 31-08-2020, 12:23 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებისგან „პატრიოტთა ალიანსის“ არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადებას ითხოვს.

მათი თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკა და რიტორიკა როგორც აჭარაში, ასევე დანარჩენ საქართველოში, ხშირად ეფუძნება საქართველოში სხვადასხვა ჯგუფებს შორის შუღლის გაღვივებას და ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სულისკვეთებასა და კონსტიტუციურ პრინციპებს.

როგორც პარტიის იმერეთის მაჟორიტარობის კანდიდატებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, თუ ხელისუფლება არ იმოქმედებს, „ქართული ოცნება“ შექმნის იმის ურყევ მტკიცებულებას, რომ მმართველი პარტიაც იზიარებს „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე გამოხატულ პოლიტიკურ შეხედულებებს და ღიად და დაუფარავად ატარებს პრორუსულ კურსს საქართველოში.

„წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ურყევად დაადასტურებს, რომ მმართველი პარტიაც იზიარებს „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე გამოხატულ პოლიტიკურ შეხედულებებს, ღიად და დაუფარავად ატარებს პრორუსულ კურსს საქართველოში. აღნიშნული კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ არც რუსეთის დუმის დეპუტატის ჩაბრძანება მომხდარა ექსპრომტად საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში, რასაც მოჰყვა 20-21 ივნისის მძიმე მსხვერპლი და ტრაგიკული მოვლენები. პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო ბანერებმა საზოგადოებაში ლეგიტიმური აღშფოთება გამოიწვია. რამდენიმე დღის წინ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საჯარო სივრცეში გაჩნდა ბანერები სლოგანით: „დაიცავი აჭარა, დაიცავი შენი წილი საქართველო“, რომელზეც აჭარა აღნიშნული იყო წითელ ფერში, ისევე როგორც აფხაზეთი და სამაჩაბლო. ამასთან, ახლახან ამ პარტიის ლიდერები კანონდარღვევით ოკუპირებულ აფხაზეთს სტუმრობდნენ; ასევე საჯარო სივრცეში გაჟღერდა ინფორმაცია პარტიის მიერ რუსული დაფინანსების მიღების თაობაზეც. რამდენად შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს, ვერ გახდება ზერელე მსჯელობის საგანი: ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოება ფორმალურად მაინც არსებობს, ეს ინფორმაცია უნდა გახდეს ოფიციალური გამოძიების საგანი. ეს არ არის პოლიტიკური გემოვნების ან დისკრეციის საკითხი, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია! მოვუწოდებთ პრეზიდენტს, მთავრობასა და საპარლამენტო გუნდს, დაიცვან სახელმწიფო ინტერესი და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს „პატრიოტთა ალიანსის“ არაკონსტიტუციურ ძალად გამოცხადების მოთხოვნით,“-აცხადებენ პარტიაში.


ნანახია: 122-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ტატო მესხის თქმით, 6 კაციანი ფრაქცია დაიშლება და ორ ფრაქცია შეიქმნებიან.
ქუთაისელ პატრიოტებთან ერთად, რესტორანში პატრიოტთა ალიანსის ხელმძღვანელი დავით თარხან-მოურავიც იმყოფება.
საქართველოში ქართული პოლიტიკა უნდა გატარდეს

ამინდი