Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში სამხატვრო პლენერი გაიმართა

თარიღი : 31-08-2020, 11:06 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ორგანიზებით, სამხატვრო პლენერი „გამა-2020" საზეიმოდ დაიხურა.

პლენერში მონაწილე მხატვრები ორი დღის განმავლობაში ქმნიდნენ ნამუშევრებს, რომლებიც, ტრადიციულად ხარაგაულში ლიტერატურულ თეატრში დარჩება.

ღონისძიების ორგანიზატორის, ქალბატონ იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, პლენერი „გამა“ წელს გასცდა საქართველოს მასშტაბებს და მასში მონაწილეობა საზღვარგარეთ მყოფმა ქართველმა მხატვრებმაც მიიღეს, რომლებიც ღონისძიებას დისტანციურად შემოუერთდნენ და ორიგინალური ნამუშევრები შექმნეს.

პლენერ „გამას“ ჩატარება ხარაგაულში თავისი არსებობის ხუთ წელს ითვლის.

"ამ ხნის მანძილზე ათეულობით ნამუშევარი შეიქმნა, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის დიდი შენაძენია. პლენერის დახურვის ღონისძიებას ესწრებოდნენ ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. პლენერში მონაწილე მხატვრები სამადლობელი სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. იზა ვეფხვაძემ პლენერის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბახვა სამხარაძეს, რომელიც გახლდათ გამა-2020 მასპინძელი და მამა პეტრეს(კურტანიძე),"-ნათქვამია ხარაგაულის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 549-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხნალში ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი 2016" და სამხატვრო პლენერი „გამა"დაიწყო.
დასკვითი ღონისძიების პარალელურად მოეწყო მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.
პლენერი ახალგაზრდულ ცენტრში 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამინდი