Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

თარიღი : 27-08-2020, 15:56 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბაღდათში რიგით 82-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა.

ბაღდათის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეცხრამეტეა. ცენტრები ფუნქციონირებს საწირეში, ზედა საზანოში, გეგუთში, შორაპანში, ზეინდარში, მეორე სვირში, ღორეშაში, კიცხში, ხევში, კორბოულში, ხრეითში, დიდ ჯიხაიშში, უსახელოში, ტყიბულში, საჩხერეში, ხარაგაულში, ჭიათურასა და ვანში.

საზოგადოებრივი ცენტრი ბაღდათისა და მიმდებარე სოფლების – დიმის, ვარციხის, ზეგნის, პირველი და მეორე ობჩის, ნერგეეთის, როკითის, როხის, საკრაულის, ფერსათის, წითელხევის, ხანის და სხვათა 27 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება. ცენტრის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა, რომლის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, კახიანის ქუჩაზე აშენდა.

“საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს კომფორტულ გარემოში სწრაფად, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვ.

ბაღდათის საზოგადოებრივ ცენტრში გახსნის დღიდანვე ხელმისაწვდომია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სერვისები. ეს მომსახურებები ხელმისაწვდომი იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სამთავრობო პროგრამის –„სახელმწიფო – შენი პარტნიორი“ – ფარგლებში გახდა. პროგრამის მიზანი მეწარმეობისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების სტიმულირებაა. პროგრამის პრეზენტაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 21 აგვისტოს ამბროლაურში გამართა.

ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა.

ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი.

ცენტრში, ასევე, ხელმისაწვდომი იქნება „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც, რაც პენსიონერებს – ადგილიდან გაუსვლელად პენსიის მიღების, ახალგაზრდებს კი 24-საათიანი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს,”-აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.


ნანახია: 494-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საზოგადოებრივი ცენტრის მომსახურებით სოფელ უსახელოს მოსახლეობის გარდა: მერევის, გუნდაეთის, მეჩხეთურის, ყირაულსას, ქბილარის,

ამინდი