Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში წარმოებული ბოსტნეული იმპორტირებულ პროდუქტს ჩაანაცვლებს

თარიღი : 27-08-2020, 13:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის რეგიონში, 220 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე სასათბურე კლასტერი მოეწყობა, რომლის საქმიანობის მიზანი იმპორტირებული ბოსტნეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ჩანაცვლება იქნება. პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება.

“იმერეთის აგროზონის რამდენიმეწლიანი პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. მისი მიზიანია, სასათბურე მეურნეობებში წარმოებულმა პროდუქციამ ჩაანაცვლოს იმპორტირებული ბოსტნეული და სხვა სასოფლო- სამეურნეო პროდუქტი, ასევე მოხდეს ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე გატანა. შედეგად, რეგიონში ჩამოყალიბდება 220 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული სანიმუშო აგროწარმოების ზონა, რომლის წარმტების შემთხვევაში, მსგავსი მეურნეობები სხვა რეგიონებშიც შეიქმნება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

იმერეთის მხარის რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, პროექტის განხორციელება შესაძლებლობას მისცემს იმერეთის რეგიონის მეწარმეებსა და ფერმერებს გაიზიარონ ევროპული ცოდნა და გამოცდილება და აწარმოონ მაღალი ხარისხის საექსპორტო პროდუქცია. პროექტის ფარგლებში, დასაქმდება 900-ზე მეტი ადამიანი, რასაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი ექნება იმერეთის რეგიონისთვის.

“იმერეთის აგროზონის“ სასათბურე კლასტერში დაგეგმილია სატრენინგო-სადემონსტრაციო ცენტრის ჩამოყალიბება, სადაც დაინტერესებული პირები შეძლებენ შეისწავლონ თანამედროვე სასათბურე ტექნოლოგიები და დასაქმდნენ სასათბურე მეურნეობებში. კლასტერის ტერიტორიაზე შეიქმნება ლოგისტიკური ცენტრიც, რომელიც უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის სხვადასხვა ბაზარზე წვდომას.

სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.


ნანახია: 739-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი რევაზ ასათიანი წყალტუბოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს
წყალტუბოს მერობის კანდიდატმა გრიგოლ იოსელიანმა წყალტუბოში შპს 'ჰერბიას' სასათბურე მეურნეობა მოინახულა. 'ჰერბია' ბოსტნეული

ამინდი