Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რატომ დაიკეტება აღმაშენებლის ქუჩა?-ზესტაფონის მერია განცხადებას ავრცელებს

თარიღი : 25-08-2020, 21:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღმაშენებლის ქუჩა დაიკეტება,-განცხადებას ამის შესახებ ზესტაფონის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება, რუსთაველის, ბიბილაშვილის და ფარნავაზის ქუჩების საშუალებით.

“ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების კეთილმოწყობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 8 მილიონ ლარზე მეტია.

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დავით აღმაშენებლის ქუჩას, კვალითის დასახლებაში მაღლაკელიძის, შათირიშვილის და მელქაძის ქუჩებს. რეაბილიტაცია ითვალისწინებს, როგორც საავტომობილო გზების, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციების, გარე განათებების, ტროტუარების, ბორდიურების და სანიაღვრე არხების მოწყობას,”-აცხადებენ ზესტაფონის მერიაში.


ნანახია: 152-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი