Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა განრიგით იმოძრავებს ე.წ. მასტერაო და რას სთხოვენ მგზავრებს ხელისუფლების წარმომადგენლები?

თარიღი : 24-08-2020, 13:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, ხაშური-ზესტაფონი-ხარაგაულის საგარეუბნო მატარებლის მოძრაობა აღდგა. მგზავრებს ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ და მათთან ერთად მატარებლით იმგზავრეს.

ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თეიმურაზ ჩხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ, ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ, ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა და ა(ა) იპ "ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორმა შმაგი ხიჯაკაძემ მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით მონიტორინგი ადგილზე განახორციელეს.

"საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და საქართველოს რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის დირექტორმა დაჩი ცაგურიამ, მოქალაქეებს მშვიდობიანი მგზავრობა უსურვეს და კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდეს.

ზესტაფონის, ხარაგაულისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მატარებელში საჭირო ეპიდზედამხედველობას აწარმოებენ.

აღსანიშნავია, რომ ხაშური-ზესტაფონი-ხარაგაულის საგარეუბნო მატარებლის მოძრაობის აღდგენის მიზნით, საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტიურად აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს პარლამენტის წევრები: კობა ლურსმანაშვილი და პაატა კვიჟინაძე.

24 აგვისტოდან ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

ხაშურიდან გამოსვლა-07:35 სთ;
ხარაგაულში ჩამოსვლა-09:05 სთ;
ზესტაფონში ჩასვლა-09:52 სთ;
ზესტაფონიდან გამოსვლა- 11 სთ;
ხარაგაულში ჩამოსვლა-11:50სთ;
ხაშურში ჩასვლა-13: 25 სთ;
ხაშურიდან გამოსვლა-13:55 სთ;
ხარაგაულში ჩამოსვლა-15:05 სთ;
ზესტაფონში ჩასვლა- 16:12 სთ;
ზესტაფონიდან გამოსვლა- 17:12 სთ;
ხარაგაულში ჩამოსვლა-17:37 სთ;
ხაშურში ჩასვლა -19:20 სთ.

მატარებელი გაჩერდება ყველა მოქმედ ბაქანზე და მგზავრობის დროს პირბადის გამოყენება აუცილებელია. ასევე, თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ბავშვის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლის წარდგენა იქნება საჭირო.


ნანახია: 867-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი