Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამგზავრო მატარებელმა, რომელიც ზესტაფონის, ხარაგაულისა და ხაშურის მოსახლეობისათვის უალტერნატივო ტრანსპორტს წარმოადგენს, მუშაობა განაახლა

თარიღი : 24-08-2020, 13:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საგარეუბნო მატარებელმა ხაშური - ზესტაფონი - ხარაგაული ხუთთვიანი პაუზის შემდეგ მგზავრთა მომსახურება განაახლა.

განახლებული სარკინიგზო ხაზის მგზავრებს შესაბამისი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები- ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე, ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჩხეიძე და ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მგზავრებს პანდემიის პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდეს და მათ მშვიდობიანი მგზავრობა უსურვეს.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, მგზავრთა უსაფრთხოებისა და პანდემიის საპრევენციო ღონისძიებების გატარებას შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები უზრუნველყოფენ.

„მინდა დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს რკინიგზას, რომელმაც გაითვალისწინა მოსახლეობის ინტერესი და ტრადიციული საგარეუბნო მატარებლის მიმოსვლა აღადგინა. ე.წ. „მასტერაო“ მგზავრებისთვის უალტერნატივო ტრანსპორტს წარმოადგენს. ათეულობით წლებია, აღნიშნული სამგზავრო მატარებლით უამრავი ადამიანი სარგებლობს და ეს მათთვის დიდი შეღავათი იქნება," - აღნიშნა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.


ნანახია: 628-ჯერ

მსგავსი სიახლეები