Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჩამოწოლილი მეწყერი, დატბორილი გზები და სახლები-სტიქია იმერეთში

თარიღი : 24-08-2020, 01:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია 12-ვე მუნიციპალიტეტის მერი და თვითმმართველობის სხვა ორგანოები, ასევე მუშაობს სპეციალური ტექნიკა-ინფორმაციას ამის შესხებ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ამ დროისთვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში იმყოფება და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა.

ჭარბი ნალექის შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიამ დააზიანა კოსტავას, გოგებაშვილის, ლერმონტოვის, ტაბიძის, ბესიკის, დედაენის, ჭავჭავაძის, ავალიანის, ლორთქიფანიძის, ნინოშვილის ქუჩები და იქ მდებარე როგორც კერძო, ასევე მრავლბინიანი საცხოვრებლი სახლები, წყალმა დაფარა 9 აპრილის ქუჩაზე დევნილთა დასახლებაში #9, # 10 კორპუსების სარდაფები.

უხვი ნალექის შედეგად მეწყერი ჩამოწვა სოფელ გუმათის, ჯიმასტაროს, სორმონის, ასევე მეჩხერი-ზარათის გზებზე. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

საცხოვრებელი სახლები დაიტბორა სოფელ თერნალში, ბანოჯაში, ქვილიშორში, ხომულში, ქვილიშორში, დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, სოფელ ძლიერმა წვიმამ დააზიანა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყლის სატუმბი სადგური, რის გამოც ქალაქის მოსახლეობის ნაწილი ხვალ სასმელ წყალს ვერ მიიღებს. მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, სამაშველო ბრიგადები, მიმდინარებს მიყენებული ზარალის პირველადი აღრიცხვა.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ტყიბულსა და ხარაგაულშიც. დაიტბორა რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა გზები, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

რაც შეეხება ქუთაისს, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ნაწილი. ასევე ფოთის ქუჩა, ავტომშენებლის და აღმაშენებლის ქუჩები. დაიტბორა მოსახლეობის ეზოები, სარდაფები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული.

ადგილზე იმყოფება ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი. მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები, ა(ა)იპ ,,სპეც სერვისები" და სამაშველო ბრიგადები, რომლებიც მოსახლეობას საჭირო დახმარებას უწევენ.


ნანახია: 516-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის 12 –ვე მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა.

ამინდი