Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა გააკეთა ხარაგაულის მერიამ ხარაგაულის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისათვის?

თარიღი : 19-08-2020, 11:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერია პროექტის “რა გაკეთდა” ფარგლებში, ახარაგაულის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლების- წიფაში, ფონაში, გოლათუბანსა და გუდათუბანში განხორციელებული საქმიანობების შესახებ გიამბობთ.

აღნიშნული სოფლები წიფის ადმინისტრაციულ ერთეულშია გაერთიანებული, რომელიც აღმოსავლეთიდან ზემო იმერეთის კარიბჭე გახლავთ.

წიფის თემი ჩხერიმელას ხეობაში, დაბა ხარაგაულიდან 29 კილომეტრში მდებარეობს.

“აქ მოსახლეობის რაოდენობა 2014 წლის საყოველთაო აღწერასთან შედარებით საგრძნობლად მომატებულია.

თუ ბოლო აღწერით წიფის სოფლებში 600-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ახლა მოსახლეობის რაოდენობა 800 -ს აჭარბებს. გამომდინარე აქედან, წიფის ადმინისტრაციული ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი არამიგრაციული ცენტრია, რაზეც დადებითად იმოქმედა მთის განვითარების პროგრამამ და ყველა იმ შეღავათმა, რითაც აღნიშნულ ერთეულში ოთხივე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს.

2014-2015 წლებში, წიფის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში სოფლის პროექტებით, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, აშენდა სარიტუალო სახლები, რომლებიც დღესაც ფუნქციონირებს.

2016 წელს სოფელ წიფაში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი. ბაღი 25 აღსაზრდელზეა გათვლილი, დსაქმებულია 7 ადგილობრივი.

2017 წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ გოლათუბნის ცენტრალური გზის 1 500 მეტრიან მონაკვეთს, რომელზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო, როგორც დაბალი, ასევე მაღალი გამავლობის ავტომანქანებისთვის.

2017 წელს კეთილმოეწყო ასევე, წიფის სასოფლო გზები ორ მონაკვეთზე, საერთო ჯამში 2 200 მეტრამდე ამორტიზებულ გზაზე დაიგო ბეტონის საფარი.

2019 წელს სოფელ წიფაში გოლათუბანთან დამაკავშირებელი ახალი ხიდბოგირი მოეწყო.

გაკეთდა გარე განათების სისტემა სოფელ წიფის ცენტრალურ გზაზე.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა წიფა-გოლათუბანის დამაკვშირებელ ხიდბოგირს.

აშენდა და კეთილმოეწყო სოფლის ამბულატორია.

სოფელ გუდათუბანში შეკეთდა სასოფლო გზა.

ჩატარდა წიფის სადგურის უბანში მრავალბინიანი კორპუსის გადახურვის სამუშაოები.

დაგეგმილია სოფელ გოლათუბნისა და სადგურ წიფის გზების რეაბილიტაცია.

ასევე წიფის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობა,”-ნათქვამია ხარაგაულის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 300-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მერობის კანდიდატმა იმ შეღავათებზე ისაუბრა, რითაც მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს.

ამინდი