Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

10 დღეში გახდება ცნობილი იმ 140 დევნილი ოჯახის სია, რომლებიც წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას მიიღებენ

თარიღი : 17-08-2020, 14:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში 140 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, წყალტუბოში 40 ერთოთახიანი, 80 ოროთახიანი და 20 სამოთახიანი ბინა ნაწილდება.

„კომისია თითოეული დევნილი ოჯახის განსახლების საკითხს კრიტერიუმების შესაბამისად განიხილავს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა იმერეთის რეგიონში რეგისტრირებული 553 დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები ადგილზე შეისწავლეს. მოკვლეული მასალა კი, განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა.

„კომისია მუშაობას დაახლოებით 10 დღეში დაასრულებს, რის შემდგომაც 140 დევნილი ოჯახის სია, რომლებსაც ახალაშენებულ კორპუსებში ბინა გადაეცემათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დევნილთა სააგენტოს ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდება.

წყალტუბოში, კიდევ 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ბინას, დამატებით, 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.


ნანახია: 187-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დევნილთა საკითხების შემსწავლელი გაფართოებული კომისია, თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით შემოსული 11 016 განაცხადიდან იმ 400
კომისიამ ის 429 დევნილი ოჯახი უნდა შეარჩიოს, რომელიც ბინას მიიღებს.

ამინდი