Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

თარიღი : 17-08-2020, 11:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

პროექტით გათვალისწინებულია ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობა. მისი სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება.

აუზის კომპლექსი ითვალისწინებს გასახდელების და საშხაპეების მოწყობას როგორც აუზის მომხმარებლებისათვის, ისე მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის.

“ასევე, დაგეგმილია სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეების მოწყობა.

ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მნიშვნელოვანია წყლის სპორტის მიმართულებით ქუთაისში არსებული ტრადიციების განვითარებისთვის,”-ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 183-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შალვა კიკნაველიძე ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საცურაო აუზის გახსნას დაესწრო. ახალი
ქალაქის მერის განცხადებით, ქუთაისში ახალი საცურაო აუზის არსებობა აუცილებელია.
ხელოვნურ ტბას, რომელსაც საცურაო აუზის დატვირთვა არ აქვს, დღის განმავლობაში ათობით ადამიანი სტუმრობს.

ამინდი