Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

თარიღი : 14-08-2020, 17:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის, შქმერი-ზუდალის 7.7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია და ამ ეტაპზე, მიუხედავად რაჭაში განვითარებული სტიქიური მოვლენებისა, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს-ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სარეაბილიტაციო გზა ზემო იმერეთი - რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 50-ე კმ-ზე, სოფელ უშოლთასა და ბოყვას შორის დაუსახლებელ ტერიტორიაზე იწყება, მიუყვება მდინარე ხეორის მარჯვენა სანაპიროს, გაივლის სოფელ ბოყვაში და მთავრდება სოფელ კვაშხიეთში.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 20,8 მილიონი ლარია.

სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია “New Road” ახორციელებს.

“ზემო იმერეთი - რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოების ხარისხს, განსაკუთრებით ქალაქებსა და სოფლებში. თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება და 6 საათის ნაცვლად 4,5 საათი დასჭირდება,”-აცხადებენ გზების დეპარტამენტში.


ნანახია: 377-ჯერ

მსგავსი სიახლეები