Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის მერი ერთი დღით 8 წლის გოგონა გახდა

თარიღი : 12-08-2020, 20:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ 8 წლის თათული ხუჯაძეს პირობა შეუსრულა და კვირის დატვირთული სამუშაო დღე მასთან ერთად, მერის ამპლუაში გაატარებინა. შეთანხმება მერსა და პატარა ქალბატონს შორის რამდენიმე თვის წინ შედგა, როცა თათულიმ თავის პირველ რესპოდენტად ზესტაფონის მერი შეარჩია.

დილა ტრადიციული თათბირით დაიწყო. თათული მერთან ერთად ინიშნავდა სხვადასხვა საკითხს და სამსახურის უფროსებთან მასაც ჰქონდა დავალებები. მოქალაქეებიც მიიღო და ჩინური კომპანიის წარმომადგენლებსაც შეხვდა მშენებარე ავტობანის პროექტში კორექტირების დეტალების დასაზუსტებლად.

დატვირთული დღის ბოლოს, ზესტაფონის მერმა და თათულიმ კულტურისა და დასვენების პარკში წიწვოვანი ჯიშის მცენარეები დარგეს.

გადაწყვეტს თუ არა თათული ხუჯაძე მერობას, ამაზე ჯერ არ უფიქრია. ის კი ნამდვილად იცის, რომ ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეა, რომელსაც ძლიერი ნებისყოფა და მოთმინების უნარი ჭირდება ყველაფერთან ერთად. გიორგი გოგლიჩიძემ წარმატებები უსურვა თათულის და მომავალ შეხვედრამდე დაემშვიდობა.


ნანახია: 130-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი