Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორი: ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ქუთაისი გახდეს საგანმანათლებლო ჰაბი

თარიღი : 12-08-2020, 19:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების მისაღებად მზადაა.

"მინდა მივულოცო ყველა ახალბედა სტუდენტს წარმატება და განსაკუთრებით მათ, ვინც არჩევანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე შეაჩერა, მათთვის ნამდვილად ახალი ერა იწყება და ახალი ერა იწყება ქუთაისისთვის საგანმანათლებლო სფეროში. ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის პროექტია არამარტო ქუთაისისთვის, არამედ მთლიანად იმერეთისთვის და ჩვენ გვაქვს პრეტენზია, ქუთაისი გახდეს იმერეთსა და საქართველოში საგანმანათლებლო ჰაბი.

მზადყოფნა არის 1000 სტუდენტზე, ამ დღეებში გაირკვევა ზუსტად რამდენი სტუდენტი ისწავლის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მათ აქ ყველანაირი პირობა ექნებათ სწავლისა და ცხოვრებისთვის და იმისთვის, რომ გახდნენ წარმატებული კადრები", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განათლების და ჯანდაცვის მინისტრებთან - მიხეილ ჩხენკელსა და ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად დაათვალიერა.


ნანახია: 85-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო ტექნოლოგიური უნივერისტეტის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.

ამინდი