Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნაწლავური ინფექცია და კვებითი ინტოქსიკაცია?

თარიღი : 10-08-2020, 10:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“კლინიკა ბომონდი”-ს ემერჯენს განყოფილებაში ბოლო პერიოდში ნაწლავური ინფექციებით და კვებითი ინტოქსიკაციით მიმართვიანობა გაიზარდა.

ღებინება, დიარეა, მაღალი ტემპერატურა-აღნიშნული იმ სიმპტომების ჩამონათვალია, რომელსაც პაციენტები უჩივიან და კლინიკას მიმართავენ.

მედიკოსები აცხადებენ, რომ როგორც ნაწლავური ინფექციები, ისე კვებითი ინტოქსიკაცია ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელია.

“კლინიკა ბომონდი”-ს ინფექციონისტ რუსუდან ხაჭაპურიძის თქმით, ადამიანებმა უნდა მიაქციონ ყურადღება ჰიგიენას, საკვები პროდუქტების შენახვის წესს, პირობებს, ხოლო ჩივილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

“ზაფხულის პერიოდია და მრავლდება მიკრობები. შესაბამისად, გვაქვს როგორც ნაწლავური ინფექციების, ისე კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევების რიცხვის მატება. აუცილებელია, რომ ხშირად მოხდეს ხელების დაბანა, მალფუჭებადი პროდუქტები არ დარჩეს მაცივრის გარეშე, ღია სივრცეში არ შევინახოთ ხილი და ბოსტნეული, რათა არ მოხდეს მათზე მწერების დაჯდომა. მწვანილის გარეცხვისას უნდა დავიცვათ შემდეგი წესები: მწვანილი ჯერ წყალში უნდა ჩავყაროთ და გავაჩეროთ, შემდეგ მოვათავსოთ მარილიან წყალში, რათა მწერების კვერცხი მოშორდეს, ასეთის არსებობის შემთხვევაში და ამის შემდეგ უნდა გავრეცხოთ გამდინარე წყალში.

მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ბევრი სითხე, ასევე, ცოცხალი ხილი, ბოსტნეული და არ უნდა დალიონ გაზიანი სასმელი.

ჩივილების შემთხვევაში, აუცილებელია მივმართოთ ოჯახის ექიმს, რათა არ მოხდეს დაავადების გართულება,”-ამბობს რუსუდან ხაჭაპურიძე.


ნანახია: 183-ჯერ

მსგავსი სიახლეები
რა სახის ინფექციები არსებობს და როგორ უნდა შევძლოთ მათთან გამკლავება, - აღნიშნულ საკითხებზე კლინიკა 'ბომონდი'-ს პედიატრიული
წელიწადის დროებს შორის ზაფხული ადამიანებისათვის ერთ-ერთი საყვარელი სეზონია, თუმცა ამის მიუხედავად, ზაფხულსაც აქვს თავისი
გონების დაკარგვა, წნევის დაცემა, ტკივილი მუცლის არეში-ეს ის სიმპტომებია, რომლითაც კლინიკა 'ბომონდის' მიმღებ განყოფილებას
ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად ინფექციებისა და ვირუსების რისკი იზრდება. განსაკუთრებით მატულობს რესპირაციული ინფექციები,
კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები განსაკუთრებით აქტუალური ზაფხულობით ხდება.უმეტესად კი ინფექცია დიარეით-ფაღარათით ვლინდება.
ბავშვი სკოლაში, ბაღში შეყვანის წინ, ყველა ინფექციაზე უნდა იყოს აცრილი, რომელიც ასაკობრივად ეკუთვნის.

ამინდი