Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს სოფელში დევნილებისთვის 2 კორპუსის მშენებლობა დასრულდა

თარიღი : 7-08-2020, 23:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 2 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაასრულა. დასრულებული ბინები 140 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

სამუშაოები ორი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას, გარე განათების მონტაჟს, საბავშვო მოედნებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობას ითვალისწინებდა.

“ორივე კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართა სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი ბინები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

გარდა დასრულებული 2 კორპუსისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი, წყალტუბოში, დამატებით 6 საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამში პროექტის ღირებულება 33 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის დასრულების შემდეგ 560 დევნილ ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი. პროექტი 2019 წლის იანვარში დაიწყო და 2020-2021 წლებში ეტაპობრივად დასრულდება,”-ნათქვამია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 101-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზესტაფონში, 134 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს რეაბილიტირებულ კორპუსში საცხოვრებელი ბინები გადასცეს
ბინებს წყალტუბოში მცხოვრები დევნილებიც მიიღებენ.

ამინდი