Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც ხარაგაულში, მიზანში სროლის ტურნირში გაიმარჯვეს?

თარიღი : 7-08-2020, 14:11 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა მიზანში სროლის ტურნირი, სადაც ორმოცდაათამდე მოყვარული მონაწილეობდა.

ჩემპიონატი 7 აგვისტოს, 11:00 საათზე კულტურისა და დასვენების პარკში ჩატარდა.

ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები. ქალბატონებს შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი ნინო გველესიანმა, მეორე ადგილი მარიამ შარიქაძემ, მესამე ადგილი კი ფატი ბაბლიძემ დაიკავა. რაც შეეხება ვაჟებს, აქ პირველ ადგილზე ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილე, დემეტრე დუშუაშვილი გავიდა, რომელიც დღეს 11 წლის გახდა. მეორე ადგილი ზურაბ იჩქიტიძემ, ხოლო მესამე ადგილი ალექსანდრე გველესიანმა დაიკავა.

“უახლოეს მომავალში შეჯიბრი ასევე პროფესიონალურ დონეზე "სპორტინგში" ჩატარდება. გარდა ამისა, იგეგმება ბევრი აქტივობა ღია სივრცეში, რის საშუალებასაც გვაძლევს არსებული ეპიდვითარება,"-ამბობს პროექტის მენეჯერი უჩა ცხადაძე.

გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ლელა შარიქაძემ გადასცა.


ნანახია: 120-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულ ასპარეზობაში მონაწილეობას 12-16 წლამდე გოგონები და ვაჟები და 16 წლის ზევით ნებისმიერი მსურველი იღებდნენ.
პირველობა წილად ხვდა ღვანკითის გუნდს, მეორე ადგილზე გავიდა სოფელ თუზის გუნდი, ხოლო მესამე ადგილი სოფელ სიქთარვის გუნდმა დაიკავა.

ამინდი