Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფლები ხარაგაულში, სადაც გზები ეწყობა

თარიღი : 7-08-2020, 10:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულში, ღვერკი-ხორითის დამაკავშირბელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თეიმურაზ ჩხეიძე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, სულ 1 463 მეტრი გზა მობეტონდება, საიდანაც 500 მეტრზე სამუშაოები უკვე შესრულებულია.

პროექტის ღირებულება 182 320 ლარს შეადგენს, ხოლო სამუშაოებს "ბლექ სი გრუპი" ასრულებს.

ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება დაიწყო ღორეშა-სარგვეში-ბაზალეთის დამაკავშირებელ გზაზე.

მიმდინარე სამუშაოებს მერის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჩხეიძე და სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ჯემალ კალანდაძე ადგილზე გაეცნენ.

ბეტონის საფარი 11 კმ-იან მონაკვეთზე იგება, რითაც ათამდე სოფელი ისარგებლებს და შეძლებს კომფორტულად გადაადგილებას რაიონის ცენტრამდე.

გზის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 8 730 160 ლარით ფინანსდება, სამუშაოებს კი "კავკასუს როუდ პროჯექტი" ასრულებს.


ნანახია: 99-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი