Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა სიახლეები ელოდებათ ხარაგაულის საბავშვო ბაღების მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლიდან?

თარიღი : 5-08-2020, 10:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2 ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, 2 ბაღს კი სრული რეაბილიტაცია უტარდება.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჩხეიძე, ბაღების გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი და ხუნევის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე.

ვერტყვიჭალაში ახალი საბავშვო ბაღი შენდება. სოფელში ამ დრომდე არსებული სკოლამდელი დაწესებულება სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებდა, ასევე მზარდი კონტიგენტის გამო, ძველი შენობა აღარ აკმაყოფილებდა სოფელში არსებულ მოთხოვნას. ბაღის მშენებლობა 700 000 ლარით ფინანსდება და იგი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.

ახალი ბაღი ექნება მაღალმთიან სოფელ გედსამანიას. აქ უკვე არსებობდა სკოლამდელი მზაობის ჯგუფი, სწორედ იმავე შენობაში მოხდება ახალი ბაღის განთავსება, რომლის ჯამური ღირებულება 42 541 ლარს შეადგენს.

საღანძილეში ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი შენდება, რომელიც 50 აღსაზრდელს დაიტევს, ხოლო მისი ჯამური ღირებულება 700 000 ლარია.

ღორეშაში არსებულ ბაღში, ფართი მხოლოდ ერთ ჯგუფს იტევდა, ახლა კი, გაზრდილი კონტიგენტის გამო იმავე შენობაში რეაბილიტაცია უტარდება დამატებით ფართს, რომელიც მეორე ჯგუფის არსებობის შესაძლებლობას იძლევა, პროექტის ღირებულება 23 000 ლარია.


ნანახია: 105-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიმდინარე წელს რეგიონში ათობით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებასათვის სრული რეაბილიტაციის ჩატარება, ხოლო 23 ახალი ბაღის
ლეღვანის საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდმა 11 000 ლარით დააფინანსა.
რეაბილიტაცია 166 ათასი ლარით რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. საბავშვო ბაღი 80 აღსაზრდელზეა გათვლილი და მასში 19

ამინდი