Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘გვჭირდება ქალების აქტიური ჩართულობა მუნიციპალიტეტის განვითარებაში,’-რა მიზანს ემსახურება ‘ქალთა ოთახი’ ზესტაფონში

თარიღი : 5-08-2020, 10:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მერიაში ახალი მუნიციპალური სერვისის „ქალთა ოთახის“ პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგლიჩიძე, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს წევრები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალი მუნიციპალური სერვისი - „ქალთა ოთახი“ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის, მიერ შექმნილი ღია სივრცე, საინფორმაციო - საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრებ ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში; გაზარდოს და წაახალისოს ქალთა თანამონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში (საკრებულოს, მუნიციპალიტეტის, სოფლის კრებებში მონაწილეობა

“ქალთა ოთახი“ უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას და მისი ქმედითუნარიანობისა და ეფექტურობის ზრდას.

“ქალთა ოთახის“ საშუალებით მუნიციპალიტეტი საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით კი ქალებს და ბავშვებს) სთავაზობს როგორც საინფორმაციო - საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, ასევე თავისუფალ სივრცეს დასვენებისა და სოციალური აქტივობისთვის.

“ჩვენ გვჭირდება ქალების აქტიური ჩართულობა მუნიციპალიტეტის განვითარებაში. სწორედ ამ მიმართულებით ავამოქმედეთ ახალი საინფორმაციო - საკონსულტაციო სივრცე „ქალთა ოთახი“ რომელიც ღიაა ყველასთვის, ვისაც გვსურს მოგვაწვდინოს ხმა, ან მიიღოს მეტი ინფორმაცია სახელმწიფო და ადგილობრივ სოციალურ სერვისებსა და ეკონომიკურ პროგრამებზე. გაიგოს უფრო მეტი საკუთარ უფლებებსა და შესაძლებლობებზე. ვიმედოვნებ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი იქნება გამორჩეული აქტიური ქალების სიმრავლით. ჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს გარემოს ჩვენი მუნიციპალიტეტის კეთილდღეობისათვის,“ - გიორგი გოგლიჩიძე.


ნანახია: 109-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს ქალთა წარმომადგენლობა, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებთან შედარებით,
ქუთაისში ქალთა გააქტიურების მიზნით აქცია გაიმართა.
პრეზენტაციას ვანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქალაქის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ფონდმა "სოხუმმა" პრეზენტაცია „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება

ამინდი