Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გარესამყაროს მოწყვეტილ სოფელ ჭიორადან მოქალაქე საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს

თარიღი : 3-08-2020, 21:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და გარესამყაროს მოწყვეტილი მოსახლეობისათვის საჭირო დახმარების გაწევის მიზნით, მუშაობას აგრძელებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას", შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ამ დროისათვის, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ყველა სოფელს.

ინტენსიური სამუშაოების შედეგად, საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია სოფელ ჟამიერეთთან მისასვლელ გზაზე.

შემოვლითი გზა მოწყობილია სოფელ ღარი-ჯინჭვისის მიმართულებით.

სოფელ გლოლაში დასრულებულია მდინარე ბოყოს კალაპოტის ფორმირება.

სოფელ გლოლაში, შარდომეთსა და ნაკიეთში რეაბილიტირდა წყლის მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთები. კურორტ შოვის ტერიტორიაზე კი შეკეთდა დაზიანებული შიდასაუბნო გზა.
რეაბილიტირებულია სოფელ უწერას სასმელი წყლის მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთების 80% და გრძელდება ძველ გლოლაში შიდასასოფლო გზის დაზიანებული მონაკვეთებისა და ნაპირსამაგრის აღდგენითი სამუშაოები.

“აქტიურად გრძელდება სამუშაოები ქალაქ ონის წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის აღდგენის მიზნით. ლაგვანთაში, ნაკიეთსა და ქალაქ ონში მიმდინარეობს დატბორილი სახლების წმენდა. დროებითი გადასასვლელი მოეწყო ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის დაზიანებულ 127-ე და 128-ე კმ-ზე დაჩაშლილი გზის დროებით აღსადგენად სამუშაოები მიმდინარეობს გზის 129-ე კმ-ზე.
სარმის ხიდის მონტაჟის სამუშაოები გრძელდება სოფელ ხიდეშლებთან და სოფელ ლაგვანთასთან მისასვლელ გზებზე.

საერთო ჯამში, უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა 8 სოფელთან. ჯერ-ჯერობით, 5 სოფელი რჩება სამანქანო გზის გარეშე და მიმდინარეობს სამუშაოები დროებითი გზების მოსაწყობად. სოფლების ნაწილთან კავშირი ხორციელდება დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენისა და მეხანძრე მაშველების დახმარებით, სოფელ ჭიორადან თერჯოლის რეფერალურ კლინიკაში გადაყვანილია პაციენტი ინსულტის დიაგნოზით.
ადგილზე მუშაობას აგრძელებს ზარალის დამდგენი კომისიაც,”-აცხადებენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.


ნანახია: 124-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხიდის აღდგენამდე კი, ავტოტრანსპორტის ნაკადები გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე.
მდინარე ჩხარამ შემოვლითი გზის მონაკვეთი უკვე რამდენჯერმე დააზიანა.
ხონის მუნიციპალიტეტში, 10 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

ამინდი